შეერთებული შტატები საქართველოს ყველაზე დიდ დახმარებას უწევს არამხოლოდ ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით, არამედ უსაფრთხოების მხრივაც, ბოლო 30 წლის განმავლობაში, შეერთებულმა შტატებმა ექვს მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარება გაიღო. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა „ამერიკის ხმასთან“ინტერვიუში განაცხადა.
ბოლო 30 წლის განმავლობაში, საქართველოს ექვს მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება გავუწიეთ, ათასობით ქართველმა გაცვლით პროგრამებში მიიღო მონაწილეობა და შეერთებულმა შტატებმა, საქართველოს ათობით ათასი ჯარისკაცი მოამზადა, რათა მათ უკეთ შეძლონ საქართველოს საზღვრების დაცვა. საქართველო უფრო უსაფრთხო, უფრო აყვავებული და უფრო დემოკრატიულია ჩვენი პარტნიორობის გამო და ჩვენ მოუთმენლად ველით, ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას,“ - განაცხადა დეგნანმა.