ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც შესაძლებელს ხდის მჭიდრო თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში. ეს პარტნიორობა დაეხმარება საქართველოს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და დაუახლოვდეს ევროკავშირის სტანდარტებს.
ამერიკის საელჩოს განცხადებით, შეერთებული შტატები და საქართველო ერთობლივად მუშაობენ, რათა უზრუნველყონ, რომ ქართული ოჯახები და ბიზნესი იყვნენ მწვანე ენერგიის სტაბილური მიწოდების იმედად, რომელიც არ გახდება საერთაშორისო ზეწოლის საგანი.
„თანამშრომლობა ასევე გულისხმობს ონლაინ ვაჭრობისა და ინვესტიციების პლატფორმის შექმნას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს კონკურენტუნარიანი ელექტროენერგიის ბაზრის მიმდინარე რეფორმებს საქართველოში. კონკურენტუნარიანი, გამჭვირვალე და ინტეგრირებული ელექტროენერგიის ბაზრის გამართული ფუნქციონირება არის ელექტროენერგიით თავისუფალი ვაჭრობის საფუძველი, რომელიც მოიზიდავს დამატებით ინვესტიციებს განახლებადი ენერგიის სფეროში.
ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორი პოზიტიური შედეგი მოაქვს საქართველო-ამერიკის 30 წლიან პარტნიორობას ქართულ ოჯახებზე, ბიზნესსა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნების მიღწევაზე“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ტექსტში.