უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა, მარცვლეულის ექსპორტისთვის მზადაა.
„ჩვენთვის მთავარია ვიყოთ მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების გარანტორი. ვიდრე ვიღაც ბლოკავს შავ ზღვას და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეების სიცოცხლე მიაქვს, ჩვენ ვაძლევთ მათ შესაძლებლობას, რომ გადარჩნენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ზელენსკი ოდესაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა და უკრაინული ხორბლის გემებზე გადატვირთვის პროცესს დაესწრო.
„ჩვენი ქვეყანა მზადაა. ყველა ინფორმაცია გადავეცით გაეროს და თურქეთს. ჩვენი სამხედროები იქნებიან უსაფრთხოების გარანტორები. ინფრასტრუქტურის მინისტრი მყოფება პირდაპირ კავშირზე თურქულ მხარესთან და გაეროსთან. ველით მათ ნიშანს, რომ ხორბლის გადაზიდვა დავიწყოთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.