Reuters: ევროპაში მაიმუნის ყვავილით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ევროპაში, კერძოდ ესპანეთში ესპანეთში მაიმუნის ყვავილით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„როიტერის“ განმარტებით, ეს გარდაცვალების მეორე შემთხვევაა, რომელიც აფრიკის ფარგლებს მიღმა დაფიქსირდა.

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში მაიმუნის ყვავილით ინფიცირების 4 298 შემთხვევა დადასტურდა.

ცნობისთვის, მაიმუნის ყვავილით ადამიანის დაავადების პირველი შემთხვევა აღწერილ  1970 წელს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაშ აღწერეს. მაიმუნის ყვავილი ზოონოზური დაავადებაა, რომელიც  ადამიანს უპირატესად გადაეცემა მღრნელებისა და პრიმატებისგან. ადამიანებს შორის ვრცელდება რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით ან დაინფიცირებულ საგნებთან შეხებისას. გადაცემის შემთხვევები ასევე აღწერილია არასაკმარისად დაუმუშავებელი ხორც-პროდუქტების მიღებისას.


ასევე წაიკითხეთ:

რა უნდა ვიცოდეთ მაიმუნის ყვავილის შესახებ - NCDC ინფორმაციას ავრცელებს