უკრაინული მედიის ცნობით, ნორვეგიის ხელისუფლებამ უკრაინას IVECO LAV III-ის 14 ჯავშანმანქანა გადასცა.
„ნორვეგია განაგრძობს უკრაინელების თავისუფლებისთვის ბრძოლაში წვლილის შეტანას. ნორვეგიის მთავრობა მუდმივად ცდილობს დაეხმაროს უკრაინას, რათა თავი დაიცვას რუსული შემოჭრისგან", - ამის შესახებ, ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტერე 1-ელ ივლისს უკრაინაში იმყოფებოდა და ქვეყნის ხელისუფლებას დაჰპირდა, რომ 10 მილიარდი კრონის მოცულობის დახმარებას გაუწევს.