„ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა და ოფიციალურად აღიაროს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ“, ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა.
„ევროკავშირმა უნდა განიხილოს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ. მე ვიმეორებ წინადადებას რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ტურისტული ვიზის აკრძალვის შესახებ", - განაცხადა რინკევიჩსმა.
ლატვიელმა დიპლომატმა „რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვეების სასტიკი მკვლელობა ოლენივკაში და რუსი სამხედროების მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკე“ დაგმო.
უკრაინელმა სამართალდამცველებმა დონეცკის ოლქში, ოლენივკას ციხის რუსული ჯარების მიერ დაბომბვის ფაქტზე, რასაც დაახლოებით 40 ადამიანი ემსხვერპლა და 130 დაშავდა, გამოძიება დაიწყეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა განზრახ ცეცხლი გაუხსნეს ოლენივკას ციხეს, სადაც უკრაინელი სამხედრო ტყვეები იყვნენ განთავსებულნი.
უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, „ვაგნერის“ ჯგუფმა დროებით ოკუპირებულ ქალაქ ოლენივკაში უკრაინელი სამხედრო ტყვეები მოკლა.
ცნობისათვის, აშშ-ის სენატმა ერთხმად დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს, ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში ქმედებებისთვის, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადოს. ინფორმაცია The New York Times-მა 28 ივლისს გაავრცელა.