ნიუ-იორკი აშშ-ის მეორე უდიდესი ქალაქია, სადაც „მაიმუნის ყვავილის“ გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ნიუ-იორკი გახდა აშშ-ის მეორე უდიდესი ქალაქი, სადაც „მაიმუნის ყვავილის“ გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. CNN-ის ცნობით, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ამ ეპიდემიას უნდა უპასუხონ სასწრაფოდ, ქმედებებით და რესურსებით, როგორც ეროვნულ, ისე გლობალურ დონეზე, და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო გამოცხადება ვითარების სერიოზულობაზე მიუთითითებს. 

„ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით 150,000 ნიუ-იორკელი შესაძლოა, ამჟამად „მაიმუნის ყვავილის“ გამოვლენის რისკის ქვეშ იმყოფებოდეს“, - განაცხადეს ერთობლივ განცხადებაში მერმა ერიკ ადამსმა და დოქტორ ეშვინ ვასანმა, ქალაქის ჯანმრთელობისა და ფსიქიკური ჰიგიენის დეპარტამენტის კომისარმა.

სან ფრანცისკო იყო აშშ-ის პირველი დიდი ქალაქი, სადაც, „მაიმუნის ყვავილის“ გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

23 ივლისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) „მაიმუნის ყვავილის“ გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

საქართველოში ვირუსი პირველად 15 ივნისს გამოვლინდა.