„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა ტედ ლიუმ წარმომადგენლობით პალატაში განსახილველად ახალი კანონპროექტი წარადგინა, რომელშიც ნათქვამია, რომ „პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მითითებით, რუსეთის ფედერაციის მთავრობა აგრძელებს საერთაშორისო ტერორისტული აქტების ხელშეწყობას პოლიტიკური ოპონენტების და ეროვნული სახელმწიფოების წინააღმდეგ“.
„შეერთებულ შტატებს აქვს მთელი რიგი ინსტრუმენტები რუსეთის ფედერაციისთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად, მისი ომის მანქანის შესაკავებლად და მისი ეკონომიკური და დიპლომატიური იზოლაციისთვის, მათ შორის, ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებითა და შესაბამისი სანქციების დაწესებით“, - ნათქვამია კანონპროექტში.
ცნობისათვის, აშშ-ის სენატმა ერთხმად დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს, ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში ქმედებებისთვის, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადოს. ინფორმაცია The New York Times-მა 28 ივლისს გაავრცელა.
The New York Times-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად მზად არ არის.