უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა იტალიას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტისთვის მადლობა გადაუხადა.
„როდესაც ჩვენ ვართ ერთიანები, ჩვენ ვერ დაგვამარცხებენ! მინდა, მადლობა გადავუხადო იტალიის მთავრობას და პირადად ჩემს მეგობარს [იტალიის თავდაცვის მინისტრს] გუერინი ლორენცოს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტისთვის. უკრაინელ ხალხს ყოველთვის ემახსოვრება იტალიის ურყევი მხარდაჭერა“, - წერს რეზნიკოვი. იტალიური მედიის ცნობით, ახალი დახმარება მოიცავს სამხედრო მანქანებს, სხვადასხვა მარაგს და აღჭურვილობას.
ცნობისათვის, იტალია კიევის, ოდესისა და ჟიტომირის რეგიონებში ომის შედეგად განადგურებული დასახლებების აღდგენაში ჩართვის საკითხს განიხილავს. მაისში იტალიამ უკრაინას 155 მმ-იანი FH70 ტიპის ბუქსირებადი ჰაუბიცები გადასცა.