დუნაის შესართავთან უკრაინული საპილოტე გემი აფეთქდა

უკრაინა საპილოტე გემი აფეთქების შესახებ იუწყება. შესაბამისი განცხადება ოპერატიულმა სარდლობამ გაავრცელა.

მისივე ცნობით, აფეთქება გაურკვეველ ასაფეთქებელ მოწყობილობასთან შეჯახებამ გამოიწვია. ეკიპაჟის ევაკუაცია უკვე განხორციელდა. მსხვერპლი არ არის. შემთხვევის გარემოებები ჯერჯერობით დაუდგენელია.

ასევე წაიკითხეთ