ბეირუთის პორტის მარცვლეულის სილოსების ნაწილი, რომელიც 2020 წლის აფეთქების შედეგად დაზიანდა, ჩამოინგრა. შემთხვევა ერთკვირიანმა ხანძრებმა გამოიწვია. უცნობია, დაშავდა თუ არა ვინმე.
50 წლის, 48 მეტრის სიმაღლის გიგანტურმა სილომებმა აფეთქებას ორი წლის წინ გაუძლო და ფაქტობრივად, ბეირუთის დასავლეთი ნაწილი აფეთქებისგან დაიცვა. მომხდარს მაშინ 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 6000-ზე მეტი დაშავდა.
ივლისში, პორტის ჩრდილოეთ ნაწილში ხანძარი გაჩნდა. მეხანძრეებმა და ლიბანის არმიის ჯარისკაცებმა ცეცხლის ჩაქრობა ვერ შეძლეს.