აშშ, კენტუკის შტატში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა

აშშ, კენტუკის შტატის აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა.

კენტუკის გუბერნატორის, ენდი ბეშირის თქმით, წყალდიდობის შედეგად დაიტბორა გზები და საცხოვრებელი სახლები.

როგორც ცნობილია, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა შორის ოთხი ბავშვია.

ამასთან, სტიქიის გამო აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კენტუკის შტატი კატასტროფის ზონად გამოაცხადა და შტატისთვის ფედერალური დახმარების გადაცემის განკარგულება გასცა.