აშშ ოდესის პორტიდან უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემის გასვლას მიესალმა

აშშ ოდესის პორტიდან უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემის გასვლას მიესალმა.

„ჩვენ მივესალმებით უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან პირველი გემის გამგზავრებას 24 თებერვალს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. მსოფლიო თვალს ადევნებს ამ შეთანხმების განხორციელებას, რათა მილიონობით ტონა უკრაინულმა მარცვლეულმა მთელი მსოფლიოს გარშემო ხალხამდე მიაღწიოს“, - აცხადებს უკრაიანში აშშ-ის საელჩო.

სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავმა გემმა „რაზონი“, რომელიც 26 ათასი ტონა მარცვლეულითაა დატვირთული, ოდესის პორტიდან გავიდა. 

ეს მარცვლეულით დატვირთული პირველი გემია, რომელმაც უკრაინის პორტი კრემლის მიერ წამოწყებული ომის შემდეგ დატოვა.