ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი მძიმედ დაშავდა ჩინეთის ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად, რომელიც ბატარეის მწარმოებლის კომპანიას CATL-ს ეკუთვნის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აფეთქება სამუშაო შეხვედრის დროს მოხდა, რომელსაც CATL დანაყოფი ქალაქ ნინგსიანგში მართავდა, ბატარეების გადამამუშავებელ კომპანია „Brunp Recycling Technology“-ს წარმომადგენლებთან. აფეთქებას ხანძარიც მოჰყვა, თუმცა ის მალევე ჩააქვრეს, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
კომპანიის თანახმად, აფეთქების ეპიცენტრი ძველი ქარხანაში იყო, ისინი ჯერ არ საუბრობენ გამომწვევ მიზეზებზე.