საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 დოლარი შეისყიდა.
„პირველ აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7514 შეადგინა“,- ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.
ამასთან, ეს არ არის პირველი შემთხვევა წელს, როდესაც ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე დოლარი შეისყიდა. წინა სავალუტო აუქციონი 24 მაისს გაიმართა და მაშინაც სებ-მა ბაზრიდან 10 მილიონი დოლარი ამოიღო.