"სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაზე - ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით"

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ ვითარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება მოვლენებს.

„ჩვენ ამას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა მისი შეჩერება,“ - აღნიშნა ტრამპმა.

ცნობისთვის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ გამწვავდა. მხარეები პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

სომხეთმა და აზერბაიჯანმა განვითარებული მოვლენების გამო საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.