რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა, აშშ დოლარისა და ევროს განაღდებაზე არსებული შეზღუდვები 6 თვით, 2023 წლის 9 მარტამადე გაახანგრძლივა.
როგორც მარეგულირებლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაშია ნათქვამი, რუსეთის ცენტრალური ბანკი იძულებულია შეინარჩუნოს შეზღუდვები, რადგან, რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციებიდან გამომდინარე, რუსულ ფინანსურ ინსტიტუტებს დასავლეთის ქვეყნების ფულადი ვალუტის შეძენა ეკრძალებათ.
2023 წლის 9 მარტამდე მოქმედებს შეზღუდვები უცხოური ვალუტის შესყიდვაზე: ბანკებს შეუძლიათ მოქალაქეებს მიჰყიდონ მხოლოდ სალაროებში მიღებული ევრო და აშშ დოლარი. სხვა უცხოური ვალუტების გაყიდვაზე შეზღუდვები გაუქმებულია.
რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით, 9 მარტიდან უცხოური ვალუტის გაყიდვაზე, ქვეყანაში შეზღუდვები შემოიღეს.
19 მაისს შეზღუდვები აშშ დოლარისა და ევროს გარდა სხვა ვალუტებზე მოიხსნა. მოსალოდნელი იყო, რომ შეზღუდვები დოლარსა და ევროზეც გაუქმდებოდა.