2022 წლის პირველი ნახევრის შედეგების მიხედვით, რუსეთის ფედერაციაში ძლიერი ალკოჰოლური სასმელების იმპორტი, სანქციების შედეგად თითქმის 35%-ით - 32,65 მლნ ლიტრამდე, ხოლო ვისკის - თითქმის 50%-ით - 11,8 მლნ ლიტრამდე შემცირდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
„ტეკილას, ხილის დისტილატების და სხვა კატეგორიების იმპორტი 34,5%-ით შემცირდა და 4,83 მლნ ლიტრიშეადგინა. რომის იმპორტი თითქმის უცვლელი დარჩა და წლიურად მხოლოდ 1,8%-ით და 2,89 მლნ ლიტრამდე შემცირდა”, - ნათქვამია სტატიაში.
აღსანიშნავია, რომ მარტში ბაზრის მონაწილეებმა, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთში ალკოჰოლის იმპორტის 20-40%-ით შემცირება ივარაუდეს.
გლობალურმა კომპანიებმა Pernod Ricard-მა (Chivas Regal, Jameson, Absolut, Ararat), Diageo-მ (Bell's, Johnnie Walker, Captain Morgan, Baileys), Bacardi-მ (Dewar's, William Lawson's) და სხვებმა, გაყიდვები შეაჩერეს და რუსეთის ბაზრიდან გავიდნენ.