დღეიდან საფრანგეთმა საერთაშორისო მოგზაურებისთვის ყველა კოვიდშეზღუდვა გააუქმა.
საფრანგეთში ჩასულ მგზავრებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, აღარ მოუწევთ კოორნავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის, კოვიდისგან გამოჯანმრთელების ან ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა.
- მგზავრებს არავითარი ფორმალობის შესრულება აღარ მოუწევთ საფრანგეთის მეტროპოლიასა თუ ზღვის იქითა ტერიტორიებზე გამგზავრებამდე;
- აღარ მოეთხოვებათ სანიტარული საშვის წარდგენა ;
- აღარ მოეთხოვებათ გადაუდებელი მოტივის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა;
- აღარ არიან ვალდებულნი, წარადგინონ ჯანდაცვის ზომებთან და საფრანგეთის საზღვარზე ანტიგენ ტესტის ჩატარების ვალდებულებასთან დაკავშირებული განცხადება.
იგივე ეხება საფრანგეთის მეტროპოლიასა და ზღვის იქითა ტერიტორიებს შორის მოგზაურობას", - ნათქვამია საქართველოში საფრანგეთის საელჩოს განცხადებაში.~