საფრანგეთმა მოგზაურებისთვის ყველა კოვიდშეზღუდვა გააუქმა

დღეიდან საფრანგეთმა საერთაშორისო მოგზაურებისთვის ყველა კოვიდშეზღუდვა გააუქმა.

საფრანგეთში ჩასულ მგზავრებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, აღარ მოუწევთ კოორნავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის, კოვიდისგან გამოჯანმრთელების ან ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა.

  • მგზავრებს არავითარი ფორმალობის შესრულება აღარ მოუწევთ საფრანგეთის მეტროპოლიასა თუ ზღვის იქითა ტერიტორიებზე გამგზავრებამდე;
  • აღარ მოეთხოვებათ სანიტარული საშვის წარდგენა ;
  • აღარ მოეთხოვებათ გადაუდებელი მოტივის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა;
  • აღარ არიან ვალდებულნი, წარადგინონ ჯანდაცვის ზომებთან და საფრანგეთის საზღვარზე ანტიგენ ტესტის ჩატარების ვალდებულებასთან დაკავშირებული განცხადება.

იგივე ეხება საფრანგეთის მეტროპოლიასა და ზღვის იქითა ტერიტორიებს შორის მოგზაურობას", - ნათქვამია საქართველოში საფრანგეთის საელჩოს განცხადებაში.~