გასული ერთი კვირის (24.07-31.07.2022) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 11 802 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყანაში 10 233 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ერთი კვირის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაიცვალა 10 პაციენტი.
"ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 76 309 ტესტი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 15.47%. წინა კვირის (18.07-24.07.2022) მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 10 253 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 7 508 პირი, გარდაიცვალა ხუთი პაციენტი", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
- ბიძინა კულუმბეგოვი: ადამიანების ფსიქიკაში, თითქოს პანდემია დამთავრდა, მაგრამ კოვიდს ამის გეგმები არ აქვს
- სამი ფაქტორი, რის გამოც კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა
ცნობისთვის, 18 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსი 10 253 ადამიანს დაუდასტურდა, რაც წინა მონაცემებთან შედარებით, 2441-ით მეტი ახალი შემთხვევა იყო. 2020 წლის 26 თებერვლს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა.