თბილისი დისტანციური მუშაობისთვის საუკეთესო ქალაქებს შორის დასახელდა

The Independent- ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, სადაც დასახელებულია საუკეთესო ქალაქები მსოფლიოს მასშტაბით, დისტანციური მუშაობისთვის, თბილისიც მოხვდა.

საქართველოს დედაქალაქი, მეორე ადგილზე მოხვდა, ტალინის შემდეგ, გამოცემის თქმით, საქართველომ პანდემიის დასაწყისში შემოიღო სამუშაო ვიზა, მათთვის ვისაც ქვეყნიდან სურდა დისტანციურად ემუშავა.

გარდა ამისა თბილისში, დასავლეთ ევროპასთან შედარებით, იაფია სამუშაო ფართის ქირაობა, ასევე დედაქალაქის მასშტაბით ბევრია საერთო სამუშაო სივრცეები,რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ თანამშრომელს იმუშაოს მისი სამსახურიდან მოშორებით,ოფისში არსებული ყველა პირობით.

გამოცემის სიაში მოხვდა ასევე ისეთი ქალაქები, როგორიცაა ბერლინი, ბუენოს აირესი, სტამული და სხვა.