2 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.73 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7411 ლარი გახდა.
სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გამყარდა 1.38 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8030 ლარი გახდა.
2.05-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებამ 3.3444 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან მიმართებით, გამყარებამ 0.06 თეთრი შეადგინა, ლირის გაცვლითი კურსი კი 15.27 თეთრი გახდა.