ავსტრიამ რუსულ გაზზე დამოკიდებულება შეამცირა და ამ მიმართულებით, პროგრესი განიცადა. ამის შესახებ ქვეყნის კანცლერი კარლ ნეჰამერი აცხადებს.
„ჩვენი გაზის მარაგი საათში 50 ტერავატია, აუცილებელი 76 ტერავატიდან. ეს მნიშვნელოვანი პროგრესია, რადგან მარტში ავსტრიის მარაგი საათში 15 ტერავატს შეადგენდა“, - განაცხადა ნეჰამერმა.
ავსტრიის გარემოს დაცვის მინისტრის განცხადებით, რუსულ გაზზე დამოკიდებულება 50%-ზე დაბალია, მანამდე ეს მაჩვენებელი 80%-ს შეადგენდა. ამ დროისთვის ქვეყნის გაზსაცავში ქვეყნის მოხმარების წლიური მარაგის 55%-ია. ხელისუფლება გეგმავს, რომ გაზსაცავის მარაგი 80%-მდე შეავსოს. ავსტრიის კანცლერის განცხადებით, ამის მიღწევა შესაძლებელია.
11 ივლისიდან, რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი გაზსადენით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით“ გაზის მიწოდება შეაჩერა. რის შემდეგაც, ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებისთვის გაზის მოხმარების 15%-ით შემცირების გეგმა წარმოადგინა.
21 ივლისს, რუსეთმა მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი1“-ით ბუნებრივი გაზის მიწოდება განაახლა, თუმცა გაზსადენი მხოლოდ 40%-იანი დატვირთვით მუშაობს. 25 ივლისს კი, „გაზპრომმა“ Nord Stream1-ის კიდევ ერთი ტურბინის გათიშვის შესახებ განაცხადა, შედეგად ევროპისთვის გაზის მიწოდება კიდევ 20%-ით შემცირდა.