აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID-ი) საქართველოში დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად ხუთწლიან პროგრამას იწყებ, რომლის ღირებულებაც 10 მილიონ დოლარს შეადგენს. შესაბამისი ინფორმაცია ორგანიზაციის Facebook გვერდზე განთავსდა.
„მაღალი ხარისხის მედია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყოველდღიური ცხოვრებისთვის - და დემოკრატიისთვის! სწორედ ამიტომ, 20 წლის განმავლობაში USAID-ი იყო წამყვანი საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერდა საქართველოს დამოუკიდებელი მედიის განვითარებას. ვაგრძელებთ ამ მხარდაჭერას და დღეს ახალი პროგრამის დაწყების შესახებ ვაცხადებთ. 10 მილიონი დოლარის ღირებულების პროგრამა მხარს დაუჭერს მაღალი ხარისხის მედიის და საინფორმაციო სივრცის განვითარებას.
ხუთწლიანი პროგრამა იმუშავებს მედიასთან მთელი ქვეყნის მასშტაბით. იმუშავებს ჟურნალისტებთან, რედაქტორებთან, კორესპონდენტებთან რათა მათ დროულად და ეთიკური სტანდარტების დაცვით გაგაცნონ ახალი ამბები და საინტერესო ინფორმაცია. USAID-ის ახალი მედია პროგრამა განხორციელდება IREX-თან პარტნიორობით“, - ნათქვამია USAID-ის ინფორმქაციაში.