ანკარა და ბაქო გამარტივებულ საბაჟო დერეფანს ქმნიან

 თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მეჰმედ მუშის განცხადებით, თურქეთი და აზერბაიჯანი გამარტივებული საბაჟო დერეფნის შესაქმნელად, დასკვნით ეტაპზე გადავიდნენ.

„ჩვენ ვქმნით ტექნიკურ ბაზას, რათა აზერბაიჯანთან ამ პროექტის საპილოტე რეჟიმში რეალიზაცია დავიწყოთ. თურქეთი ასევე მზადაა, ასეთივე საბაჟო დერეფანი შექმნას უზბეკეთთან“, - ამის შესახებ მეჰმედ მუშმა ტაშკენტში აზერბაიჯანის, თურქეთისა და უზბეკეთის ვაჭრობის მინისტრების სამმხრივ შეხვედრაზე განაცხადა. 

მისი თქმით, თურქეთს, აზერბაიჯანსა და უზბეკეთს შორის ტვირთბრუნვა $1 ტრილიონს გაუტოლდა, ხოლო სამი ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა 130 მილიონს აღწევს, რაც უფრო დიდი პოტენციალის მაჩვენებელია. 

მუშმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანთან და უზბეკეთთან გაფორმებული შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულებები მეტყველებს იმაზე, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს თურქეთი ამ პოტენციალის რეალიზებას.

„აზერბაიჯანი და უზბეკეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თურქეთის ვაჭრობაში ცენტრალურ აზიასთან, თურქეთი კი, თავის მხრივ, ხიდის როლს ასრულებს აზერბაიჯანისა და უზბეკეთისთვის ევროპასთან, ახლო აღმოსავლეთთან და აფრიკასთან ვაჭრობაში“, - განაცხადა მან.