სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.2%-ით გაიზარდა და წლიურმა ინფლაციის დონემ საქართველოში 11.5% შეადგინა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.25 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
- პური და პურპროდუქტები (29.3 პროცენტი),
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (21.3 პროცენტი),
- ყავა, ჩაი და კაკაო (18.2 პროცენტი),
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (18.1 პროცენტი),
- ზეთი და ცხიმი (17.5 პროცენტი),
- რძე, ყველი და კვერცხი (16.9 პროცენტი),
- თევზეული (14.9 პროცენტი),
- ხილი და ყურძენი (13.7 პროცენტი),
- ხორცი და ხორცის პროდუქტები (12.7 პროცენტი);
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 20.6 პროცენტით, რაც 2.46 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე.
- ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (25.6 პროცენტი),
- სატრანსპორტო მომსახურებაზე (14.7 პროცენტი)
- სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3.6 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 13.3 პროცენტიანი მატება, რაც 1.31 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე.
- ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:
- გადასახადი საცხოვრებელზე (27.3 პროცენტი),
- საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (13.1 პროცენტი),
- ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (6.0 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8.3 პროცენტიანი მატება, რაც 0.55 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე.
ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (9.1 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (7.4 პროცენტი).