პატრიარქის ექიმი: პატრიარქისთვის კორონავირუსზე ტესტის ჩატარების საჭიროებას ეპიდემიოლოგები გადაწყვეტენ

პატრიარქის ექიმის ცისანა შარტავას ცნობით, მას შემდეგ რაც პატრიარქის მდინავ-რეფერენტს შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, უწმინდესისთვის Covid ტესტის ჩატარების საჭიროებაზე ეპიდემიოლოგები მსჯელობენ.

როგორც პატრიარქის ექიმმა Europetime-ს განუცხადა, შორენა თეთრუაშვილის კოვიდინფიცირებულ კონტაქტს მეუფე ანტონს, პატრიარქთან კონტაქტი არ ჰქონია, შორენა თეთრუაშვილი კი იზოლაციაში 4 იანვარს გადავიდა, იმავე დღეს როცა მეუფეს კოვიდინფექცია დაუდასტურდა.

„4 იანვრის შემდგომ შორენა თეთრუაშვილს პატრიარქთან კომუნიკაცია არ ჰქონია, რადგან მას შემდგომ იზოლაციაში იმყოფება. საპატრიარქოსთან კავშირში მყოფ სხვა ადამიანებს და სასულიერო პირებს დატესტვის შემდგომ კოვიდინფექცია არ აღმოაჩნდათ. პატრიარქისთვის ტესტის ჩატარების აუცილებლობის შესახებ ეპიდემიოლოგები მსჯელობენ და ისინი გადაწყვეტენ საჭიროა თუ არა უწმინდესისთვის ტესტის ჩატარება. ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებას საპატრიარქო გამოაქვეყნებს“, - განუცხადა Europetime-ს ცისანა შარტავამ.

შორენა თეთრუაშვილის იზოლაციაში გასვლის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.

პატრიარქის მდივანს კორონავირუსი ტესტის შედეგად დაუდასტურდა