სოხუმს არ სჭირდება თბილისის დახმარება ტყის ხანძრის ჩაქრობაში, ამის შესახებ COBE– ს აფხაზეთის უსაფრთხოების საბჭოს დე ფაქტო მდივანმა სერგეი შამბამ განუცხადა. ინფრმაციას Sova.news ავრცელებს.
”ასეთი საჭიროება არ არსებობს. ჩვენი სამსახურები უმკლავდებიან ”, - თქვა პოლიტიკოსმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადა ოკუპირებულ აფხაზეთს ხანძრის ჩაქრობაში დაეხმაროს. ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
თეა ახვლედიანის სიტყვებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ხერხისა და მექანიზმის საშუალებით კავშირი აქვთ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და კონკრეტული პასუხის მიღებისთანავე მზად არიან, ჩაერთონ ამ პროცესში.