კონფლიქტური სიტუაციები მსოფლიოში, სახელდობრივ ბალკანეთში და ტაივანში, არაეფექტური გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურის გამო წარმოიშვა. მსოფლიომ უნდა შექმნას ისეთი მოდელი, რომელიც იქნება იმის გარანტი, რომ ერთმანეთთან მიმართებით ქვეყნებმა აგრესია არ გამოხატონ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 აგვისტოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ჯერ ბალკანეთი, მერე ტაივანი, ახლა შესაძლოა, კავკასია...ყველა ეს სიტუაცია თითქოს განსხვავებულია, თუმცა ერთი ფაქტორი აერთიანებს. კერძოდ, ის რომ გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურამ არ იმუშავა. რომ ემუშავა, არ იქნებოდა ეს კონფლიქტები“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, უკრაინა უსაფრთხოების საკითხებს ყურადღებას აქცევს არა მხოლოდ რუსული სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან, არამედ უკვე წლებია: „მას შემდეგ, რაც რუსეთმა სრულიად უგულებელყო საერთაშორისო სამართალი, კაცობრიობის ინტერესები“.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 2014 წელი გარდამტეხი იყო.
„მაშინ ყირიმთან, დონბასთან, ჩამოგდებულ მალაიზიურ ბოინგთან დაკავშირებით სრულიად აშკარა სიტუაციებში, რუსეთი თავს არიდებდა უშუალო და ხელშესახებ პასუხისმგებლობას. მან შეინარჩუნა საქმიანი და პოლიტიკური კავშირები მსოფლიოსთან. ახლაც კი გლობალურ ურთიერთობებში ბევრი თვლის, რომ ისინიც წარმატებას მიაღწევენ, "- განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინელებმა ახლა გააერთიანეს მთელი თავისუფალი სამყარო - არა მხოლოდ თავისუფლებისთვის ბრძოლის გარშემო, არამედ იმის გაგების გარშემო, თუ რამდენად მყიფეა თითოეული ხალხის თავისუფლება ევროპასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.
„ეს სიმყიფე შეიძლება დაიცვა მხოლოდ ერთობლივი ქმედებებით და იმისთვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში იმუშაოს, უნდა არსებობდეს ეფექტური გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ვერც ერთმა სახელმწიფომ ვერასოდეს მიმართოს ტერორს სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ. სისტემურ დონეზე, გლობალური ინსტიტუტების დონე - ეს არის ის, რაზეც ახლა ვმუშაობთ, როგორც უკრაინის სახელმწიფო, ასევე ყველა ჩვენი პარტნიორი“, - დასძინა ზელენსკიმ.