ნენსი პელოსი სამხრეთ კორეაში ჩავიდა

ტაივანში ვიზიტის შემდეგ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი სამხრეთ კორეას ეწვია. Reuters-ის ცნობით, მხარეებმა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მომდინარე მზარდი საფრთხეების გამო შეშფოთება გამოხატეს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ და მისმა სამხრეთ კორეელმა კოლეგამ პირობა დადეს, რომ მხარს დაუჭერენ მცდელობებს, რომლებიც ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ძლიერი შეკავების შენარჩუნებისა იქნება მიმართული.

პელოსიმ პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ მან და რეგიონული უსაფრთხოების, ეკონომიკურ და კლიმატის საკითხებზე თანამშრომლობის გაღრმავების გზები განიხილეს.

ნენსი პელოსი სამხრეთ კორეისა და ჩრდილოეთ კორეის საზღვარზეც გეგმავს ჩასვლას, სადაც აშშ-ის ხელმძღვანელობით გაეროს სარდლობა და ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლები ერთობლივად პატრულირებენ. ის იქნება აშშ-ის უმაღლესი ოფიციალური პირი, რომელიც ტერიტორიას ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შემდეგ ეწვევა.