ბალის ტერაქტში ეჭვმიტანილი ინდონეზიელი სასულიერო პირი გაანთავისუფლეს

ინდონეზიელი ისლამური სასულიერო პირი, რომელიც ეჭვმიტანილია 2002 წლის ბალის აფეთქებების ორგანიზებაში, ციხიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

82 წლის აბუ ბაკარ-ბაშირი, რომელიც არასოდეს ყოფილა ნასამართლევი დაბომბვებში უშუალო მონაწილეობისთვის, ჩაერთვე „დე რადიკალიზაციის“ პროგრამაში, რადგან გაჩნდა ეჭვი, რომ ექსტრემისტული ჯგუფები მისი გავლენის ქვეშ ექცევიან, განაცხადა მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა.

პოლიციისა და სადაზვერვო სააგენტოების განცხადებით, ბაშირი მონაწილეობდა 2002 წლის ბალისა და სასტუმრო JW Marriott– ის თავდასხმაში ჯაკარტაში, მაგრამ ის არასოდეს ყოფილა ნასამართლევი პირდაპირი მონაწილეობისთვის და ყოველთვის უარყოფდა კავშირი.

ბაშირი, ჯიმაისტთა ქსელის Jemaah Islamiah (JI) სულიერ ლიდერად მიიჩნევა,ცნობების თანახმად მას ალ-ქაიდასთან ჰქონდა კავშირი. მას 2011 წელს მიესაჯა 15 წლიანი პატიმრობა.