კანადა განაახლებს UNIFIER სამხედრო სასწავლო მისიას ბრიტანეთში, სამხედრო ტრენერების გაგზავნით, რათა უკრაინელ ჯარისკაცებს სწავლებაში დაეხმაროს. ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანდმა ტორონტოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ანანდის თქმით, 225-მდე კანადელი სამხედრო გაემგზავრება დიდ ბრიტანეთში ახალი უკრაინელი სამხედრო რეკრუტების მოსამზადებლად. პირველი ჯგუფი, რომელიც 90 სამხედროსგან შედგება, მომავალ კვირას დიდ ბრიტანეთში გაემგზავრება.
კანადის თავდაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ მისიის საწყისი ხანგრძლივობა ოთხ თვემდეა, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში შეიძლება, გაგრძელდეს. იანვრის ბოლოს კანადამ უკრაინაში UNIFIER სამხედრო სასწავლო მისიის სამი წლით გახანგრძლივების შესახებ გამოაცხადა, მაგრამ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისთანავე ყველა კანადელმა ინსტრუქტორმა დატოვა უკრაინის ტერიტორია.