თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, დღეს სოჭში ჩავა, სადაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებას გამართავს. ორი ქვეყნის ლიდერი ბოლო 17 დღის განმავლობაში ერთმანეთს მეორედ ხვდება.
მოლაპარაკების დღის წესრიგში პრიორიტეტული საკითხია თურქეთის შეიარაღებულ ძალებთან სირიის ჩრდილოეთით, ერთობლივი ანტიტერორისტული ოპერაციის მომზადება.
ამასთან, ერდოღანი და პუტინი რუსეთ-უკრაინის ომის საკითხებსა და „ხორბლის დერეფნის“ საკითხებსაც განიხილავენ.
თურქული მედიის ცნობით, უკრაინის ომის თემასთან დაკავშირებით, თურქეთის პრეზიდენტი ყურადღებას ამახვილებს ანკარას მზადყოფნაზე, სისხლისღვრის დასრულებასა და ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაში თავისი წვლილი შეიტანოს.
და ბოლოს, თურქეთისა და რუსეთის ლიდერები განიხილავენ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის გაზრდის, თანამშრომლობის განვითარებას, მათ შორის ენერგეტიკისა და თავდაცვის მრეწველობის და სტრატეგიული პროექტების განხორციელებას.