ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პენი ვონგმა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის სიტყვით გამოსვლისას დარბაზი დატოვა.
„მინისტრმა ვონგმა ვერ შეძლო დარბაზში გაჩერება, როდესაც ლავროვი ცდილობდა, გაემართლებინა უდანაშაულო უკრაინელების მკვლელობა“, - ციტირებს The Guardian-ი მინისტრის სპიკერის სიტყვებს.
გასულ თვეს ინდონეზიაში დიდი ოცეულის სამიტზე პენი ვონგმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული, დაუსაბუთებელი და უკანონო შეჭრის მინიმიზაცია დაუშვებელია.