ანა ჩაკვეტაძე პირველი ქართველი ქალი ოფიცერია, რომელიც FBI-ის აკადემიაში ისწავლის

ანა ჩაკვეტაძე პირველი ქართველი ქალი ოფიცერია, რომელიც FBI-ის აკადემიაში ისწავლის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
 
"უზარმაზარი მილოცვა ანა ჩაკვეტაძეს, პირველ ქართველ ქალ ოფიცერს, რომელიც FBI-ს აკადემიაში ისწავლის! დაბრუნების შემდეგ, მოუთმენლად ველით იმის ნახვას, როგორ გააგრძელებს ის საქართველოს მხარდაჭერას სამართალდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში", - ნათქვამია განცხადებაში.
 
ცნობისთვის, FBI - გამოძიების ფედერალური ბიურო აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს უწყებაა. ექვემდებარება გენერალურ პროკურორს, დაარსდა 1908 წელს.