თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ერთდღიანი ვიზიტით სოჭში ჩავიდა. ერდოღანი სოჭში რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ლიდერები ორმხრივი შეხვედრისას რეგიონულ, საერთაშორისო საკითხებს და ორმხრივ ურთიერთობებს განიხილავენ, ასევე დელეგაციებს შორის გამართულ შეხვედრას დაესწრებიან.
ამასთან, მხარეებს შორის განსახილველ თემებს შორის იქნება უკრაინაში მიმდინარე ომი, სირიის კრიზისი და მარცვლეულის ექსპორტის საკითხი.
ცნობისთვის, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთ თვეში უკვე მეორედ ხვდებიან ერთმანეთს. ბოლო შეხვედრა 19 ივლისს თეირანში შედგა.