BBC: მეცნიერებმა Covid-19 -ის სამკურნალო დამატები ორი პრეპარატი აღმოაჩინეს

ნაპოვნია კიდევ ორი, სიცოცხლის შემანარჩუნებელი პრეპარატი, რომლებსაც შეუძლიათ სიკვდილიანობის შემცირება მეოთხედით იმ პაციენტებში, რომლებიც Covid-19 -ით ყველაზე მძიმედ არიან დაავადებული. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

წვეთოვანი გზით მიღებულ ანთებით საშუალებებს, ყოველ 12 ადამიანზე დამატებით ერთის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. ამბობენ მკვლევარები, რომლებმაც ცდები ჩაატარეს NHS -ის (ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახური) რეანიმაციულ განყოფილებებში.

გარდა ამისა,პრეპარატები აჩქარებენ გამოჯანმრთელებას და დაახლოებით ერთი კვირით ამცირებენ კრიტიკულად დაავადებულ პაციენტებში რეანიმაციულ განყოფილებაში ყოფნის პერიოდს.

ტოცილიზუმაბი და სარილუმაბი უკვე დაემატა მთავრობის საექსპორტო შეზღუდვების სიას, რომელიც უკრძალავს კომპანიებს დიდი ბრიტანეთის პაციენტებისთვის განკუთვნილი წამლების შეძენასა და სხვა ქვეყანაში უფრო მაღალ ფასად გაყიდვას.