უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შედეგად, მიმდინარე წელს მსოფლიო ეკონომიკა $1 ტრილიონს დაკარგავს. ამის შესახებ The Economist წერს.
The Economist Intelligence Unit (EIU) პროგნოზით, 2022 წლის 15 თებერვლიდან მსოფლიო ეკონომიკის მშპ 3,9%-ით უნდა გაზრდილიყო. ამ პუბლიკაციიდან 9 დღეში, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო. მას შემდეგ ომის გავლენა მთელ მსოფლიოზე იგრძნობა. მსოფლიო ფასები ნედლეულზე გაიზარდა, გაუარესდა ვითარება მიწოდების ჯაჭვში, ინფლაცია ბევრ ქვეყანაში ნახტომისებურად გაიზარდა.
ახალი პროგნოზის თანახმად, საომარი მოქმედებები სავარაუდოდ წლის ბოლომდე გაგრძელდება. ამასთან, გლობალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 1,1% პუნქტით 2,8%-მდე გაუარესდა. რაც იმას ნიშნავს, რომ გლობალური ეკონომიკა $1 ტრილიონ დოლარს დაკარგავს.
აღსანიშნავია, რომ მსგავს შოკს სხვა ორგანიზაციებიც პროგნოზირებენ. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გლობალური ზრდის პროგნოზი 1,2 პროცენტული პუნქტით იანვრის საწყისი ნიშნიდან 3,2%-მდე შეამცირა.
G20-ის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტ მშპ-ს დაკარგავს რუსეთი, სუბსანქცირებული აგრესორი ქვეყანა. 2022 წლის ბოლოსთვის, ვარაუდობენ, რომ სანქციების ზეწოლის ქვეშ მისი ეკონომიკა 10%-ით დაეცემა, მათი საწყისი ზრდის შეფასებით 2,6%-ით.