სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა ღაზის სექტორში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად, მათ შორის არის პალესტინური „ისლამური ჯიჰადის“ მაღალი რანგის მეთაური. ტაისირ ჯაბარის სახელს არაერთ ტერორისტულ თავდასხმასა და ისრაელის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიშებს უკავშირებდნენ.
დაჭრილია 40-მდე ადამიანი. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მისივე თანახმად, PIJ-მა საპასუხოდ, ისრაელის მომართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაისროლა.
ისრაელის მედიასაშაულებების ცნობით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ოპერაცია პალესტინური „ისლამური ჯიჰადისგან“ (PIJ) მომდინარე საფრთხეს მოჰყვა.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა საჭიროების შემთხვევაში 25 000-მდე რეზერვისტის გამოძახების შესახებ გეგმა დაამტკიცა.
პრემიერ-მინისტრ იაირ ლაპიდის თქმით, ოპერაცია იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება.
ვითარების გამწვევებას წინ უძღოდა იორდანის დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე პალესტინური „ისლამური ჯიჰადის" ერთ-ერთი ლიდერის, ბასამ ალ-საადის დაკავება. გავრცელებული ინფორმაციით, მის დაკავებას პალესტინისა და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკება და მსხვერპლი მოჰყვა.