ღაზას სექტორში, ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად, სულ მცირე 10 ადამიანი, მათ შორის პალესტინის მებრძოლთა ჯგუფის უმაღლესი მეთაური დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება. ამასთან, დაშავებულია ათობით ადამიანი. 

ისრაელის მედიასაშაულებების ცნობით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ოპერაცია პალესტინური „ისლამური ჯიჰადისგან“ (PIJ) მომდინარე საფრთხეს მოჰყვა.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა საჭიროების შემთხვევაში 25 000-მდე რეზერვისტის გამოძახების შესახებ გეგმა დაამტკიცა.

პრემიერ-მინისტრ იაირ ლაპიდის თქმით, ოპერაცია იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება.

ვითარების გამწვევებას წინ უძღოდა იორდანის დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე პალესტინური „ისლამური ჯიჰადის" ერთ-ერთი ლიდერის, ბასამ ალ-საადის დაკავება. გავრცელებული ინფორმაციით, მის დაკავებას პალესტინისა და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკება და მსხვერპლი მოჰყვა.