ღაზას სექტორში, ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად, სულ მცირე 10 ადამიანი, მათ შორის პალესტინის მებრძოლთა ჯგუფის უმაღლესი მეთაური დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება. ამასთან, დაშავებულია ათობით ადამიანი.
- ისრაელის ქალაქებში საჰაერო განგაშის ხმა ისმის. ღაზის სექტორიდან 100-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს - მედია
ისრაელის მედიასაშაულებების ცნობით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ოპერაცია პალესტინური „ისლამური ჯიჰადისგან“ (PIJ) მომდინარე საფრთხეს მოჰყვა.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა საჭიროების შემთხვევაში 25 000-მდე რეზერვისტის გამოძახების შესახებ გეგმა დაამტკიცა.
პრემიერ-მინისტრ იაირ ლაპიდის თქმით, ოპერაცია იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება.
ვითარების გამწვევებას წინ უძღოდა იორდანის დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე პალესტინური „ისლამური ჯიჰადის" ერთ-ერთი ლიდერის, ბასამ ალ-საადის დაკავება. გავრცელებული ინფორმაციით, მის დაკავებას პალესტინისა და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკება და მსხვერპლი მოჰყვა.