კვიპროსი 10 იანვრიდან კარანტინს აწესებს

10 იანვრიდან კვიპროსში კარანტინი დაწესდება. ინფორმაციაზე Reuters-ი წერს. ახლად დაწესებული კარანტინი, უკვე მეორეა კვიპროსისითვის, პანდემიის დაწყებიდან.

მოქალაქეებს სახლის დატოვების უფლება კონკრეტული მიზნით დღეში მხოლოდ ორჯერ შეეძლებათ, როგორიც არის სურსათის ან მედიკამენტების შეძენა და ვარჯიში. კვიპროსში ამ დროისთვის მოქმედი კომენდანტის საათი ძალაში დარჩება. შეზღუდვის ფარგლებში მოსახლეობას ადგილობრივი დროით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე სახლის დატოვების უფლება არ აქვს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კვიპროსში „კოვიდ-19“-ის 26 208 შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის, ლეტალურად 140 შემთხვევა დასრულდა.