ისრაელის თავდაცვის არმიამ (ცახალ) ღაზას სექტორში 7 სამიზნეზე იერიშის მიტანის შესახებ, 6 აგვისტოს დილიდან განაცხადა.
თავდაცვის არმიის განცხადებაში ნათქვამია, რომ იერიში ისლამური ჯიჰადის ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ, ავიაციის, ტანკებისა და შვეულმფრენების გამოყენებით განხორციელდება.
- ისრაელის ქალაქებში საჰაერო განგაშის ხმა ისმის. ღაზის სექტორიდან 100-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს - მედია
ისრაელის სამხედროების ნასროლი რაკეტით სამი საცხოვრებელი კორპუსი აფეთქდა, რომელთაგან ერთი მთლიანად განადგურდა. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 15 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 125 დაიჭრა.
თავის მხრივ, პალესტინამ ისრაელის მიმართულებით მომხდარზე საპასუხოდ სულ მცირე 160 რაკეტა გაისროლა. ისრაელის მხარეს მსხვერპლი არ დაფიქსირებულა. რაკეტები ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ შეაჩერა.
ცნობისთვის, ვითარების გამწვევებას წინ უძღოდა იორდანის დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე პალესტინური „ისლამური ჯიჰადის" ერთ-ერთი ლიდერის, ბასამ ალ-საადის დაკავება. გავრცელებული ინფორმაციით, მის დაკავებას პალესტინისა და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკება და მსხვერპლი მოჰყვა.