Financial Times : ნენსი პელოსი ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსანს ჭკუაზე შეშლილი პრეზიდენტის შესახებ აფრთხილებს

ნენსი პელოსიმ თქვა, რომ ის ესაუბრა აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსანს სიფრთხილის ზომებზე, რათა მსოფლიომ თავიდან აიცილოს "არასტაბილური პრეზიდენტის სამხედრო საომარი მოქმედებების წამოწყება და/ან ბირთვული დარტყმის ბრძანება”. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსისა და გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარის გენერალ მარკ მილის შორის საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც დემოკრატებმა გააქტიურეს დონალდ ტრამპის თანამდებობიდან იძულებითი მოხსნის მცდელობები მას შემდეგ, რაც ტრამპის მომხრეების ბრბომ აშშ-ის კაპიტოლიუმი დაარბია.

პელოსის თქმით,ის ”დღეს დილით გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარეს- მარკ მილს ესაუბრა", მათ განიხილეს- "ზომები, რომელიც არასტაბილურ პრეზიდენტს არ მისცემდა ომის,ან ბირთვული სარაკეტო იერიშის დაწყების უფლებას”, - წერს პელოსი წერილში, რომელიც დემოკრატ პარტიელებს გაუგზავნა. ის ასევე წერს, რომ "უკიდურესად მძიმე სიტუაციაა პრეზიდენტთან" და დასძენს, რომ მათ "ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა დაიცვას ამერიკელი ხალხი, დემოკრატიაზე უთანასწორო შეტევისგან".

ექვსი იანვრის ტერორისტული თავდასხმის ლიდერი ტრამპი იყო. მან თეთრი სახლი 20 იანვრამდე უნდა დატოვოს და მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყოს, განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.