ირანული ხომალდები ბაქოში ჩავიდნენ, იტყობინება Trend აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
„ირანის საზღვაო ძალების სარაკეტო კატარღები 7 აგვისტოს ბაქოში ჩავიდნენ ზღვის თასის შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც „საერთაშორისო არმიის თამაშები-2022“ ფარგლებში, აზერბაიჯანის ტერიტორიულ წყლებში კასპიის ზღვაში ჩატარდება“, - აცხადებენ სამინისტროში.