აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დაარწმუნა ფილიპინები, რომ შეერთებული შტატები დაიცავს მას სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე თავდასხმის შემთხვევაში. ამ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მისივე თქმით, ფილიპინები შეერთებული შტატების შეუცვლელი მეგობარი, პარტნიორი და მოკავშირეა.
„შეიარაღებული თავდასხმა ფილიპინების შეიარაღებულ ძალებზე, საზოგადოებრივ გემებსა და თვითმფრინავებზე გამოიწვევს აშშ-ის ორმხრივი თავდაცვის ვალდებულებების ამოქმედებას, რომლებსაც ორმხრივი შეთანხმება ითვალისწინებს“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა პრესკონფერენციაზე.