დონალდ ტრამპი: არ ვაპირებ ბაიდენის ინაუგურაციაზე დასწრებას

დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება. ამის შესახებ აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„მივმართავ მათ, ვინც მკითხა, მე არ ვაპირებ 20 იანვარს ინაუგურაციაზე დასწრებას“, – წერს ტრამპი.

შგახსენებთ, რომ twetter-მა ტრამპს პირადი პროფილი 7 იანვარს 12 საათით დაუბლოკა. facebook-მა და instagram-მა კი ერთი კვირით.

დონალდ ტრამპი აშშ-ის მეოთხე მოქმედი პრეზიდენტი იქნება, რომელიც მომდევნო პრეზიდენტის ინაუგურაციას არ დაესწრება. აშშ-ის ისტორიაში შემცვლელი პრეზიდენტის ინაუგურაციას არ მივიდნენ შემდეგი მოქმედი პრეზიდენტები: რიჩარდ ნიქსონი, ჯონ ადამსი, ჯონ კუინსი ადამსი და ენდრიუ ჯონსონი.

აშშ-ის კონგრესმა ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი აშშ-ის პრეზიდენტად და ვიცე-პრეზიდენტად უკვე დაამტკიცა