ყვარელში ავტოავარიის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
როგორც ცნობილია, თელავი - ყვარლის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე „მერსედესის“ მარკის ავტომობილი გზის მეორე მხარეს ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა. დაშავებულები კლინიკებში არიან მოთავსებული.
ამ ეტაპზე, შემთხვევის ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.