თეგი: ყვარელი

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ტყეში ხანძარია

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ტყეში ხანძარია.  ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი, თუმცა ცეცხლი მიუვალ ადგილზეა გავრცელებული და სპეციალური ტექნიკა მუშაობას ამ დრომდე ვერ იწყებს. ყვარლის ტყეებში მიმდინარე კვირის განმავლობაში ეს ხანძრის მეორე შემთხვევაა.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.  ხანძრის ჩაქრობითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.  ცნობისთვის, ცეცხლი ძირითადად ტყის ქვედა საფარზე იყო გავრცელებული, თუმცა დაიწვა მრავალწლიანი ხეების ნაწილიც. ხანძარი დაახლოებით 10 ჰექტრამდე ტერიტორიაზე გუშინ შუადღეს ადგილობრივებმა შენიშნეს და შესაბამის სამსახურს შეატყობინეს. აალების მიზეზი უცნობია და მას გამოძიება დაადგენს.

ბადრი ჯაფარიძე ყვარელში მომხდარ ინციდენტზე: ეროვნული თანხმობის იდეის სანაცვლოდ „ქართული ოცნება" აგრესიას, თავდასხმას გვთავაზობს

"ყვარლის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრისთვის ხელის შეშლას მიზანმიმართულად, შეურაცხმყოფელი შეძახილებით „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ცდილობდნენ", - ამის შესახებ პარტია „ლელოს"ერთ-ერთი ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განცხადა. მისივე თქმით, ეროვნული თანხმობის იდეის სანაცვლოდ „ქართული ოცნება" დაპირისპირებას, აგრესიას, თავდასხმას გვთავაზობს. „ყვარლის მოსახლეობასთან შეხვედრა გვქონდა იმისათვის, რომ ეროვნული თანხმობის იდეა, ევროკავშირის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების გზები გაგვეცნო და ჩვენ „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული აგრესიულად განწყობილი ჯგუფი დაგვხვდა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ამ შეხვედრისთვის მიზანმიმართულად, შეურაცხმყოფელი შეძახილებით ხელი შეეშალა. ყველანი არიან იდენტიფიცირებულები. ესენი არიან საჯარო სამსახურის თანამშრომლები და „ქართული ოცნების“ შტაბის აქტიური წევრები. სამწუხაროდ, ასევე ამ ჯგუფში იმყოფებოდა ყვარლის პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე და ის, რაც ამ ადამიანებმა ჩაიდინეს, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, იმიტომ, რომ ჩვენს პოლიტიკურ საქმიანობას ხელი შეუშალეს,“ - განაცხადა ჯაფარიძემ. ცნობისთვის, 29 ივნისს, სხვადასხვა ქალაქში პროევროპული კამპანიისთვის მოსახლეობასთან შესახვედრად ჩასულ ოპოზიციონერებს აგრესიული ჯგუფები დახვდნენ.  

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივვე ცნობით, ბიძგი თბილისის დროით 09:33 საათზე ყვარელთან დაფიქსირდა. ამასთან, სიმძლავრემ 3.0 მაგნიტუდა შეადგინა.  

ყვარელში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა

ყვარელში ავტოავარიის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც ცნობილია, თელავი - ყვარლის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე „მერსედესის“ მარკის ავტომობილი გზის მეორე მხარეს ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა. დაშავებულები კლინიკებში არიან მოთავსებული. ამ ეტაპზე, შემთხვევის ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.  

ყვარლის მუნიციპალიტეტის ტყეში, ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ მოხერხდა

ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდას მიმდებარედ ტყეში ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ მოხერხდა. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად როგორც ცნობილია, ცეცხლი ალპურ ზონასთან ახლოს ფოთლოვანი ხის ქვედა საფარს უკიდია. ხანძრის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე ცდილობენ. ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდაში ხანძარი გუშინ გაჩნდა. ბორჯომში ხანძრის რამდენიმე მცირე კერა ისევ რჩება  

პროკურატურამ სოფელ გავაზში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 31 აგვისტოს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა თანასოფლელს დანით ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ხანძრის ქრობის პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების საფუძველზე, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებებში საქართველოს თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან. შესაბამის დოკუმენტს მთავრობის მეთაურმა ხელი უკვე მოაწერა. ყვარლის მუნიციპალიტეტის ტყეში, ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ მოხერხდა „საქართველოს კონსტიტუციის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ" ქვეპუნქტის საფუძველზე, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განსახორციელებლად, გამოყენებულ იქნეს საქართველოს თავდაცვის ძალები", - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად  

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: სოფელ შილდაში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში, 200-მდე მეხანძრე-მაშველი და 3 ვერტმფრენია ჩართული

ყვარლის მუნიციპალიტეტის, სოფელ შილდაში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში, 200-მდე მეხანძრე-მაშველი, თავდაცვის სამინისტროს გვარდიის დანაყოფი და 3 ვერტმფრენია ჩართული. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განცხადა. შსს: სოფელ შილდის მიმდებარე ტყეში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს „ჩართულია 200-მდე მეხანძრე-მაშველი და ამდენივე რაოდენობის თავდაცვის სამინისტროს გვარდიის დანაყოფი. დამატებით მუშაობს 3 ერთეული ვერტმფრენი და მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები. მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა გზების გაყვანა ტყის მასივში, რათა სახანძრო ავტოტექნიკის შეყვანა მოხდეს", - მღებრიშვილმა. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად  

სოფელ შილდის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც ცნობილია, ტერიტორიაზე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. პარალელურად, სტიქიის ზონაში მუშაობას აგრძელებს ავიაცია, სპეციალური ტექნიკა და ცოცხალი ძალა. ცნობისთვის, ხანძარი სოფელ შილდის ტყეში პირველ სექტემბერს გაჩნდა.  წავკისში, წყნეთსა და ნაფეტვრებში ხანძარი ლიკვიდირებულია  

სოფელ შილდის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია. სოფელ შილდის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე, სტიქიის ზონაში ადგილზე რჩებიან მონიტორინგის ჯგუფები. შეგახსენებთ, რომ ხანძარი სოფელ შილდის ტყეში პირველ სექტემბერს გაჩნდა. წავკისში, წყნეთსა და ნაფეტვრებში ხანძარი ლიკვიდირებულია  

ყვარელში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

ყვარელში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. როგორც ცნობილია, შემთხვევა წუხელ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში მოხდა. 40 წლამდე კაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 25 წლამდე ახალგაზრდას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა. ამ ეტაპზე საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.  

სააპელაციო სასამართლომ ყვარელში, „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრში ტერორისტული აქტის ჩაგდების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენი და ყვარელში „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრში ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 9 სექტემბერს, ბრალდებულმა, ყვარელში მდებარე „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრში ტერორისტული აქტი განახორციელა და საქართველოს ხელისუფლებისგან თანხის მოთხოვნის მიზნით, ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენების მუქარით, 6 მოქალაქე მძევლად აიყვანა. ბრალდებულმა შენობაში მყოფი მოქალაქეები და ბანკის თანამშრომლები აიძულა დამორჩილებოდნენ მის მოთხოვნებს და საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ხელყუმბარის დემონსტრირებით ბანკის შენობაში მყოფ მოქალაქეს მოსთხოვა დაერეკა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში და ხელისუფლების ორგანოებისთვის მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაეცა. თავდამსხმელი ცდილობდა საზოგადოებაში მასობრივი პანიკის და შიშის დანერგვით ხელისუფლების ორგანოები იძულებული გაეხადა შეესრულებინა მის მიერ დაყენებული მოთხოვნები. ბრალდებულმა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 500.000 ლარი და 500.000 აშშ დოლარის მისთვის გადაცემა და შენობის უსაფრთხოდ დატოვების საშუალების მიცემა მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ხელყუმბარის აფეთქებით და მძევლების სიცოცხლის მოსპობით დაიმუქრა. თავდამსხმელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი), სსკ-ის 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით (ასაფეთქებელი მოწყობილობისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების მიუხედავად, თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე გაამართლა და დამნაშავედ ცნო მძევლად ხელში ჩაგდების, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე, რისთვისაც 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. პროკურატურა აღნიშნულ განაჩენს არ დაეთანხმა და სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა და მსჯავრდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.  

ყვარელში რუსული ენის შემსწავლელი უფასო კურსების პროგრამა გაუქმდა

რუსული ენის შემსწავლელი პროგრამა, რომელიც ყვარლის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მარტის დასაწყისიდან ფუნქციონირებდა, გაუქმდა. ინფორმაცია პროგრამის გაუქმების შესახებ ყვარლის "ევროკლუბის" ხელმძღვანელს ნიკა გურინს, მერიის ა(ა)იპის „კულტურის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელმა მაია ზარდიაშვილმა მიაწოდა. მას მიზეზები არ დაუსახელებია. პროგრამის გაუქმებას წინ უძღოდა სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის და პროტესტი. "ევროკლუბის" ხელმძღვანელს, ნიკა გურინს მიაჩნია, რომ ბიუჯეტი არ უნდა აფინანსებდეს იმ ქვეყნის ენის შესწავლას, რომელსაც საქართველოს ნაწილი აქვს ოკუპირებული. თითქმის იმავეს ამბობდა ადგილობრივების ნაწილიც. რადიო თავისუფლება რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა მაია ზარდიაშვილთან დაკავშირებას. დღეს, 27 მარტს მან თქვა, რომ ამ თემაზე ლაპარაკი არ სურს. რუსული ენის შემსწავლელ უფასო კურსების შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებამ 23 მარტს გაავრცელა. ყვარლის „კულტურის განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელი მაია ზარდიაშვილი ამბობდა, რომ რუსული ენის კურსზე 40 მოსწავლე ჩაირიცხა და მსურველი კიდევ უფრო მეტი იყო. წყარო - რადიო თავისუფლება  

სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ სამართალდამცველები არიან მობილიზებული

სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ტერიტორიაზე მოქალაქეები იკრიბებიან, სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია. ინფორმაციისთვის, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი საქართველოშია და ის სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ იმყოფება. სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლე არ შეესაბამება. „გვსურს გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციას, რომელიც მედიაში ვრცელდება! ვაცხადებთ, რომ ლავროვის შვილის სტუმრობა „ყვარლის ტბაზე“ არ შეესაბამება სიმართლეს, არც ლავროვის გვარით გვიფიქსირდება სტუმარი და არც აქამდე დაფიქსირებულა. სამწუხაროდ მედიის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს!“, - ნათქვამია განცხადებაში.  

არასამთავრობო ორგანიზაციები: ყვარელში მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს დაკავებულ აქტივისტებთან ადვოკატებს არ უშვებენ

ყვარელში მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს დაკავებულ აქტივისტებთან ადვოკატებს არ უშვებენ, - არასამთავრობო ორგანიზაციები ყვარელში მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ სამართალდამცველები არიან მობილიზებული „დღეს ყვარელში მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ 10-ზე მეტი სამოქალაქო აქტივისტი დააკავა. ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების მიმართ ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტები. დაკავებულები გადაყვანილნი არიან თელავის პოლიციის შენობასთან. არასამთავრობო ორგანიზაციების ადვოკატები დაკავებული პირების უფლებების დასაცავად პოლიციის შენობასთან იმყოფებიან, თუმცა, მათ უკანონოდ ეშლებათ ხელი დაცვის ქვეშ მყოფი პირების უფლებების დაცვაში. პოლიცია ადვოკატებს არ აძლევს შესაძლებლობას, მოინახულონ დაკავებულები. ასევე, იმ დროს, როდესაც საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს იურისტი ორი საათის განმავლობაში ელოდებოდა დაკავებულთან შეხვედრას, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გიორგი კლიმიაშვილმა მას იძულებით დაატოვებინა პოლიციის შენობა. ამ დროისათვის ადვოკატებისათვის უცნობია, რა მდგომარეობაში იმყოფებიან დაკავებული აქტივისტები. დაკავებულების უფლებები განგრძობითად ირღვევა”, - აღნიშნულია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები: აქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) უფლებები საქართველო ადამიანის უფლებათა ცენტრი პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (PHR) ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TIG) ღია საზოგადოების ფონდი (OSGF) სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) ინფორმაციისთვის, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი საქართველოშია და ის სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ იმყოფება. სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლე არ შეესაბამება. „გვსურს გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციას, რომელიც მედიაში ვრცელდება! ვაცხადებთ, რომ ლავროვის შვილის სტუმრობა „ყვარლის ტბაზე“ არ შეესაბამება სიმართლეს, არც ლავროვის გვარით გვიფიქსირდება სტუმარი და არც აქამდე დაფიქსირებულა. სამწუხაროდ მედიის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს!“, - ნათქვამია განცხადებაში.  

პრეზიდენტი ყვარელში: გამაოგნებელია, რომ ღონისძიებაზე ადგილობრივი მმართველობა არ მოსულა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ყვარლის ევროკლუბის” დაარსების 4 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილი ახალგაზრდებს შეხვდა. „მთავრობა, ლიდერები, მოდიან და მიდიან, მაგრამ რჩება საზოგადოება და საზოგადოება თუ თავის თავში დარწმუნებულია, თუ საზოგადოებამ იცის რეალურად როგორი მომავალი უნდა, რა უნდა თავისი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის, მაშინ ის საზოგადოება მიაღწევს თავისას და ეს იწყება ყოველივე ქალაქში, სოფელში, თემში, იქიდან წამოწყებული ყველა ინიციატივა ყველაზე ძლიერია და საქართველოს ისტორიამ ეს ძალიან კარგად იცის, რომ ყველაზე რთულ პერიოდებში სწორედ იმიტომ გადარჩა, რომ ყველა ადგილს ჰქონდა ეს თავისი ძალა, თავისი იდენტობა, ეს თავდაჯერებულობა და შეიძლება რაღაც პერიოდებში არ იყო რაღაც ცენტრალური მმართველობა, რომელიც ყველაფერს განაგებდა, მაგრამ იყვნენ ადგილობრივი ძალები, რომლებიც გადაურჩნენ, ზოგჯერ შეეგუვნენ ძალიან რთულ პირობებს, მაგრამ ზოგჯერ ერთობლივი იყო ეს გზა და ერთობლივი იყო ის გზა რაზედაც მივდიოდით და დღესაც მივდივართ. მინდა დღესაც ვთქვა როცა აქ, ილიასთან ვდგევართ და რეალურად ვიცით, თუ რა ფასი აქვს მის მოღვაწეობას და მის ნაკარნახევ გზას; ჩვენ დამოკიდებული ვართ იმაზე, რომ ასეთი ადამიანები გვასწავლიდნენ, აზიარებდნენ ცოდნას, აზიარებდნენ იმას, რაც არის ამ ქვეყნის კულტურა, და ამ ქვეყნის იდენტობა. ჩვენ არა მხოლოდ ილიას დაბადების ქალაქში ვართ დღეს, ასევე ძალიან ახლოს ვართ იყალთოს აკადემიასთან, რომელიც ამ რეგიონისათვის ცოდნისა და რწმენის კერააა. ესეც ჩვენი იდენტობაა. და როცა თქვენგან გავიგეთ, რომ თურმე ყვარელში ბიბლიოთეკაც არ არის, ძალიან შემაშფოთებელია. ის, რომ დღეს აქ, [ღონისძიებაზე] ადგილობრივი მმართველობა არ მოსულა რაღაცა სხვადასხვა მიზეზების გამო, ესეც გამაოგნებელია, როცა ასეთი საზოგადოება თბილისიდან ჩამოვიდა და პატივს სცემს თქვენს წამოწყებას. ეს პირველ რიგში, ადგილობრივი ინიციატივა, ახალგაზრდების ინიციატივა, სამოქალაქო ჩართულობაა, რომლის გარეშე არცერთი ქვეყანა, არცერთი სახელმწიფო არ დგას თავის მყარ საფუძველბზე,“ — განაცხადა ზურაბიშვილმა.